Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინტერნეტ-აბონენტების რაოდენობა სტაბილურად იზრდება

5a742b884a677
თამუნა დემეტრაშვილი
02.02.18 13:10
910
ინტერნეტ-აბონენტების რაოდენობა ბოლო ერთ წელში 10%-ითაა გაზრდილი- კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 734 ათასი აბონენტი ფიქსირდება, წლის დასაწყისში კი მათი რაოდენობა 669 ათასი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ აბონენტების 86% ოთხ კომპანიაზე,- "სილქნეტზე", "მაგთიკომზე" "ახალ ქსელებსა" და "ჯი სი ჯი"-ზე მოდის, დანარჩენს კი მცირე და რეგიონალური პროვაიდერები ემსახურებიან. ამ ოთხი კომპანიის სააბონენტო ბაზა 2017 წლის დასაწყისიდან 22%-ითაა გაზრდილი. აბონენტების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილზე - 297 ათასი მომხმარებლით "მაგთიკომია", მეორე პოზიციას კი 278 ათასი მომხმარებლით "სილქნეტი" იკავებს.

შეგახსენებთ, რომ "მაგთიკომი" ინტერნეტ-ბაზრის მსხვილი მოთამაშე მის მიერ პროვაიდერ "კავკაზუს ონლაინის" შესყიდვის შემდეგ გახდა.