Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზები შიდა პრობლემებშია"

5a1a6be20fbf7
BM.GE
26.11.17 13:00
897
„საქართველოში ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზები შიდა პრობლემებშია”, - ამის შესახებ ტრასპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით ამის ერთ-ერთი დადასტურება მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიციაცაა. შეგახსენებთ, რომ LPI-ის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 130-ე ადგილზეა.

„ქვეყნის ლოგისტიკის ეფექტურობის ინდექსი (LPI), რომელსაც მსოფლიო ბანკი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, სატრანსპორტო ლოგისტიკის განვითარების და საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის ეფექტურობის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. LPI განისაზღვრება 6 კრიტერიუმის მიხედვით: 1.სასაზღვრო და საბაჟო გაფორმების ეფექტურობა;

2.სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
3.ლოგისტიკური მომსახურების ხარისხი და კომპეტენტურობა; 4.საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაციის სიმარტივე კონკუნენტუნარიანი ფასებით;
5.ტვირთების მოძრაობის მონიტორინგი;
6.ტვირთების დროული მიწოდება.

LPI თითოეული ქვეყნისათვის იანგარიშება საერთაშორისო, ნაციონალური და რეგიონალური ოპერატორების, სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიების და ასევე სასაწყობო ოპერატორების გამოკითხვის საფუძველზე.

პრაქტიკულად LPI განაპირობებს ტვირთმფლობელების სანდოობას ქვეყნების და მარშრუტების მიმართ. ამიტომაც შემაშფოთებელია 2016 წლის კვლევის შედეგად, 160 ქვეყანას შორის, საქართველოს 130-ე ადგილი. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ აზერბაიჯანმა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა ამ კვლევაში, ხოლო 2014 წლის კვლევის მიხედვით 125-ე იყო.

სომხეთი 141-ე. მეზობლებიდან თურქეთი 33-ეა, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ჯერ შორს ვართ საერთაშორისო სტანდარტებიდან და საქართველოში ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზები შიდა პრობლემებშია.

130-ე ადგილი ქვენის სატრანსპორტო პოლიტიკის ჩავარდნაა, შედეგებიც სახეზეა......

მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ლოგისტიკური სისტემების მქონე ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1.გერმანია 2. ლუქსემბურგი 3.შვედეთი 4.ჰოლანდია 5.სინგაპური.

სატრანსპორტო ლოგისტიკა - ეს არის მიწოდების ორგანიზაციის, კერძოდ, ოპტიმალური მარშრუტით, ტვირთების ერთი წერტილიდან მეორეში გადაადგილების სისტემა”, - წერს ადეიშვილი.