Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროექტი „BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის“

BM.GE
31.03.22 11:32
300
ერთ-ერთმა ბოლო „ადამიანური რესურსების საჭიროების კვლევამ“, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად ატარებს, აჩვენა, რომ 80-ზე მეტმა გამოკითხულმა ბიზნესმა მომსახურებისა და წარმოების სექტორებში დააფიქსირა, რომ მათ უჭირთ სასურველი პერსონალის მოძიება. გამოკითხვის თანახმად, კომპანიებისთვის ყველაზე რთული ტექნიკური პერსონალის, ტექნოლოგების, დეველოპერების და IT პერსონალის, ინჟინრების, აგრონომების მოძიებაა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტექნიკური დარგის პროფესიები დამსაქმებლის მხრიდან საკმაოდ მოთხოვნადია, და ამასთან, დეფიციტური. კონკრეტული პროფესიების მიმართულებით დიდია აცდენა შრომის ბაზრის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის,. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ გადაწყვიტა ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს უკეთ გააცნოს ის პროფესიები, რომლებთან დაკავშირებითაც ცნობადობა დაბალია, მაგრამ ამავდროულად დამსაქმებლების მხრიდან საკმაოდ მოთხოვნადია და USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი - „BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის“. რას გულისხმობს პროექტი?

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", აღმასრულებელი დირექტორი;
ნატალია ბერუაშვილი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი.