08.Aug .2022 08:40

#პროფესიონალი #ჩანთომანია დავით შეროზია

124
Back

დღევანდელი რუბრიკის მთავარი გმირი მეჩანთე დათოა - რატომღაც ასე მოინდომა მისი დასათაურება რუბრიკის ავტორმა ნინი ლონგირაშვილმა. დავითმა ჩანთების ბიზნესი 10 წლის წინ დაიწყო და ორჯერ გაკოტრების შემდეგ, მაინც მოახერხა ფეხზე წამოდგომა და დღეს მის მაღაზიას უკვე ყველა იცნობს. ჩვენი გმირის მიზანდასახულობამ და წლების მანძილზე მუხლჩაუხრელმა შრომამ მაღაზიის მესვეურები საბოლოო მიზნამდე მიიყვანა, დღეს უკვე აღარც გაკოტრების შიში აქვთ და მხოლოდ ერთ მომმარაგებელზეც აღარ არიან დამოკიდებულები. სწორად განვითარებული ბიზნესით, ჩანთების იმპორტს უკვე თავად ახორციელებენ, პარტნიორებიც ჰყავთ და საქმიან სხვადასხვა წინადადებებზეც უარს არ ამბობენ… მეჩანთე დათოს ბევრი იცნობს ჩვენ ქალაქში, თუმცა მისი ისტორია ცოტამ თუ იცის, ამიტომ მოვუსმინოთ, როგორ იქცა, საკუთარ შეცდომებზე სწავლით, წარმატებული ბიზნესი.