Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#პროფესიონალი გიორგი ლიპარიშვილი

BM.GE
20.02.22 14:26
354
ახლა, როცა სახლიც სამსახურია, როცა ადამიანების უმრავლესობა სახლშია, ბავშვები სკოლის კედლების ნაცვლად, უმეტეს დროს საკუთარ ოთახებში ატარებენ და მშობელიც მასწავლებელია, მნიშვნელოვანია სრულფასოვანი გარემო, ონლაინ სწავლების პირობებში. არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს სტანდარტული გეგმით მიჰყვებიან და არსებობენ მასწავლებლები, რომლებმაც სწავლა გართობით ამჯობინეს. მხიარულად გაკვეთილის ჩატარების გზა აირჩია ჩვენი რუბრიკის “პროფესიონალის” გმირმა. გიორგი ლიპარიშვილიზე გიყვებით დღევანდელ გადაცემაში, რომელსაც სკოლებში არა როგორც მასწავლებელს, არამედ “მოსწავლებელს” იცნობენ. და ალბათ მისმა განსხვავებულმა მიდგომებმა განაპირობა რომ ჩვენი გმირი დღეს არა ერთ, არამედ რამდენიმე კერძო სკოლის გამორჩეული პედაგოგია.