Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#პროფესიონალი: საბა ბახია

BM.GE
01.05.22 23:22
1041
გასულ დღეებში სოციალური ქსელი და მოდის სამყარო ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებამ მოიცვა და სხვათაშორის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება, რომელიც ქართველის ავტორობით მსოფლიომ იხილა, მიეძღვნა უკრაინას და ის მოდის ყველა სახლმა, როგორც ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი ჩვენება - აღიარა!… ვულოცავთ დემნა გვასალიას და მის გუნდს ფორბსის სახელით. აქვე ჩვენს რუბრიკაში, არ გიყვებით დემნაზე და მის პროფესიულ წარმატებაზე, გიყვებით ქართველ საბა ბახიაზე - სხვათაშორიც ისიც მეგრელია, რომელიც დემნამ თავის გუნდში აიყვანა … საბა ბახია ინსტაგრამის ანგარიშის - დემნაგრამის შემქმნელია, რომელიც ყველაზე სანდო და ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა მომხმარებლებს ჯერ კიდევ 2015 წლიდან… ჰოდა, დაუფასდა ჩვენს მორიგ პროფესიონალს შრომა და დღეს ბალენსიაგას გუნდის კიდევ ერთი ქართველი წევრია… სხვათაშორის, აქვე მინდა ვთქვა, რომ საბა ბახიას ხელშეკრულების მიხედვით ეკრძალება ინტერვიუების მიცემა, მხოლოდ ფორბს კვირა აღმოჩნდა ის ერთადერთი გადაცემა, რომლითაც საბას ჩვენი მაყურებელი პირველი გაიცნობს.. მორიგი პროფესიონალი ფორბს კვირაში…