Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პროფესიული უნარების სააგენტომ 1 წელი შეაჯამა

BM.GE
13.12.22 12:28
102
პროფესიული უნარების სააგენტომ 1 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ფორუმი გამართა. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს. პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა სააგენტოს ერთი წლის საქმიანობის შედეგები, გამოკვეთა მნიშვნელოვანი მიღწევები და პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები გაიმართა.