Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ალტა" და "მეტრომარტი" ერთიანდება

5a31298c8a3a1
BM.GE
13.12.17 17:20
1314
საქართველოს კონკურენციის სააგენტო "ალტასა" და "მეტრომარტის" კონცენტრაციას დათანხმდა. 

2017 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარედგინა შპს "ალტასა" და შპს "მეტრომარტს" შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება.

კონკურენციის სააგენტომ გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან.

მიღებული დოკუმენტაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე, რომელიც გამოითვალა საცალო და საბითუმო სფეროს კომპანიათა წლიური ერთობლივი შემოსავლების მიხედვით.

"სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის, ასევე შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება - შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია", - განმარტავენ კონკურენციის სააგენტოში.