Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პროკრედიტ ბანკი „სკვერის ბიბლიოთეკების“ მხარდამჭერი გახდა

BM.GE
21.09.22 10:29
139
პროკრედიტ ბანკი სკვერის ბიბლიოთეკების აქტიური მხარდამჭერი გახდა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და გერმანული ბანკის ერთობლივი პროექტი, სხვადასხვა რეგიონის სკვერში წიგნის ბუდეების განთავსებას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში, სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობა თიანეთიდან დაიწყო და მეორე მასპინძელი ქალაქი - ბოლნისი გახდა. ბიბლიოთეკა მკითხველს სხვადასხვა ჟანრისა და ავტორის წიგნების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. წიგნის ბუდეებთან ერთად, თითოეული სკვერი მოძრავ გამოფენასაც უმასპინძლებს, რომელიც მე-19 საუკუნის პირველი ნახევრიდან საქართველოში მცხოვრები გერმანელების ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესოს მოვლენებს ასახავს.