Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და 1858 დოლარს გადააჭარბა

5915adbf6ba80
BM.GE
12.05.17 16:37
771
ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და 1858 დოლარი გახდა. კრიპტოვალუტის ღირებულება ბოლო ერთი კვირაა იზრდება, მისი კაპიტალიზაცია კი $ 3 მილიარდით $ 29,53 მილიარდამდე გაიზარდა.

ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტის ნეილ კაშკარის მიერ კრიპტოვალუტის პერსპექტივასა და პოტენციალზე დადებით გამოხმაურებას. მეორე ფაქტორად კი იაპონიის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტის გადახდის ოფიციალურ საშუალებად აღიარებას და რუსეთის მიერ ბიტკოინის ლეგალიზების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ასახელებენ.