Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩირკოლადი" ბიზნესის გაფართოებას თანხების არარსებობის გამო ვერ ახერხებს

59f3494a201be
სალომე მეცხვარიშვილი
28.10.17 11:00
892
"ჩირკოლადი" ბიზნესის გაფართოებას თანხების არარსებობის გამო ვერ ახერხებს. "საქმის კურსთან" კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი არწივიძე ამბობს, რომ თავად  კომპანიას სახსრები არ გააჩნია, ბანკები კი კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნებიან.

მისი თქმით, სესხის ასაღებად უზრუნველყოფაა საჭირო, რაც მცირე ბიზნესს არ აქვს.

"5 და 6 ათასი ლარი ამ საქმეში არაფერი არაა. 100 ათასი ლარი მაინც გჭირდება სულ ყველაზე ცოტა, სხვანაირად ვერ იმუშავებ",- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ჩირკოლადის საწარმო ბაღდათში ფუნქციონირებს. მისი მწარმოებელი საწარმო „ბიო მარგი“ 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს და საჭირო ნაყოფს ადგილობრივი გლეხებისგან იღებს. კომპანია პროდუქციას ჩირით, ხილით და ბოსტნეულით ამზადებს, იყენებს პომიდორს, შავ ქლიავს, ხურმას, გარგარსა და ფორთოხალს.