Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართული “ჩაროზი” იაპონიაში გადის

BM.GE
17.11.21 08:54
423
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულის რაიონში ჩირებისა და ჩურჩხელის მცირე საწარმო მოეწყო. ,,ჩაროზი" როგორც საწარმოს, ასევე მაღაზიას აერთიანებს და მომხმარებელს 8 სახეობის ჩურჩხელასა და სხვადასხვა ხილის ჩირებს სთავაზობს. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს შეადგენს. საწარმოსთვის საჭირო ინვენტარისა და დანადგარების შესაძენად, საქართველოს ბანკის მიერ 26,500 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.