Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მამუკა ბახტაძე საპენსიო რეფორმის უფრო ადრე განხორციელებას ისურვებდა

5a6b4e14cec9e
თელარა გელანტია
26.01.18 19:47
919
საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის რეფორმის მიმართ მაღალი ინტერესი არსებობს.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ საპენსიო რეფორმა ყველა წარმატებულ ქვეყანაში გატარდა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ეკონომიკას, სადაც საპენსიო ფონდები არ ფუნქციონირებს. საქართველოსაც აქვს ეს ნაბიჯი გადასადგმელი. უფრო მეტიც, მე ვისურვებდი, რომ ეს განხორციელებულიყო გაცილებით ადრე. რაც შეეხება საბიუჯეტო კომპონენტს, ჩვენ 2018 წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით 80 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული",- განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება საბაზისო პენსიის ზრდას 20 ლარით, ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული გაცხადებული აქვს როგორც მთავრობას, ასევე ეს პუნქტი დევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში, რომ 2019-2020 წელს საბაზისო პენსია ორ ეტაპად გაიზრდება.