Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ქართული ღვინო: როგორ „დავშორდეთ“ რუსულ ბაზარს

BM.GE
07.09.21 15:25
414
3 მლნ ლარი „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის“ - სქემა ასეთია - წელიწადში 600 000 ლარს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან მიიღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტს ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა. ახალი სახელმწიფო პროგრამა მთავრობამ დაამტკიცა და როგორც ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა თქვა, მისი მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და პრიორიტეტული ბაზრების დივერსიფიცირებაა.