Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული "ზარაფხანა" და ნიკოლოზ ნაყოფია

BM.GE
19.09.22 00:46
241

Forbes კვირას ამ ბლოკს, ტრადიციულად სტუმრით ვხსნით, ვცდილობთ მაინც ეს ტრადიცია დავიკავოთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ბიზნესმედიის ეთერით ხშირად ჩანს, ის წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ მიმართულებას, რომელიც კომპანია და საწარმო ,,ზარაფხანას“ სახელით არის ცნობილი.

ნიკოლოზ ნაყოფია, რომელიც ემზადება ფორბს კვირის ეთერისთვის, წლებია ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და სწორედ მასთან გვსურს გავარკვიოთ მეტი, სიახლეებზე კომპანიაში, რომელიც 83 წელიწადია, ავითარებს ქართულ საოქრომჭედლო კულტურას. რა შეიძინა და როგორ განვითარდა ქართული ზარაფხანა ნიკოლოზ ნაყოფიას ხელმძღვანელობით?

სტუმარი: ნიკოლოზ ნაყოფია - "ზარაფხანას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.