Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქეითერინგ კომპანიები ბაზარს ტოვებენ

BM.GE
16.02.21 09:37
379
ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები სასტუმროებსა და რესტორნებს შვედური მაგიდის პრინციპით გამასპინძლების უფლებას არ აძლევს, ამასთან რეგულაციები კვლავ მოქმედებს და ამ დრომდე აკრძალულია 10 კაცზე მეტი პირის შეკრება, შესაბამისად იკრძალება ქორწილები, დაბადების დღეები და წვეულებები. ქეითერინგ კომპანიებს კი უკვე ერთი წელია დამკვეთებისთვის მომსახურება არ გაუწევიათ. ქეითერინგ სერვისის კომპანიები იხურება.