Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნესომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობა შემცირდა"

5a33c302b4172
BM.GE
15.12.17 16:40
838
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2017 წელს საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულმა პრეტენზიებმა იკლო.

როგორც "ანალიტიკას" ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურა ძნელაშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს, ბიზნესომბუდსმენის აპარატისადმი ბიზნესის მომართვიანობაც შემცირდა.

„წელს ნამდვილად იკლო ბიზნესომბუდსმნეის აპარატში ბიზნესის მომართვიანობამ. მათ შორის შემცირდა საგადასახადო საკითხებზე მიმართვიანობის რიცხვიც, რაც საინტერესოა. ეს არაა მარტო ბიზნეოსმბუდსმენის აპარატში გამოკვეთილი ტენდენცია - მე მქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასთან და ყველგან მსგავსი ტენდენციაა, ყველა აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოებთან პრობლემებმა იკლო“- აღნიშნავს ძნელაშვილი.