Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აუდიტი: მერიის მიერ იჯარით გაცემული ქონებიდან ბიუჯეტი შემოსავლებს კარგავს

5a87cde79ad77
მარი როჭიკაშვილი
17.02.18 12:00
699
თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემული ქონებიდან , ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. – ამ დასკვნას აუდიტის სამსახური აკეთებს.

2015 წლამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემულია 675 ობიექტი. იმ პერიოდისთვის, პირდაპირი განკარგვის წესით გაცემული ქონების იჯარის ღირებულება ნორმატიული ფასით დგინდებოდა. თუმცა 2015 წლის შემდეგ შეიცვალა და ფასი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ექსპერტის შეფასების საფუძველზე დგინდება. როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, ხელშეკრულებების მიხედვით მერიას მოიჯარეებთან იჯარის ფასის გადახედვა უნდა განეხორციელებინა, რაც არ გააკეთა.

„ეკონომიკური პირობების ცვლილების შემთხვევაში, მერიას უფლება ჰქონდა, მხარესთან შეთანხმებით გადაეხედა საიჯარო ღირებულებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით, ძირითად შემთხვევაში, საბაზრო ღირებულება წლების განმავლობაში იზრდებოდა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარის ფასების გადახედვა არ განხორციელებულა და მოიჯარეებისათვის სარგებლობის საფასური არ არის შეცვლილი. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს.– ნათქვამია დასკვნაში.

აუდიტმა მაგალითისთვის ფართების საბაზრო ღირებულება და ნორმატიული ფასები შეადარა და აღმოაჩინა, რომ 1 კვადრატული მეტრის საბაზრო ფასი ხშირ შემთხვევაში 300,400, 500%–ით აჭარბებს ნორმატიულ ფასს.
გარდა ამისა, მოიჯარეების მიერ გადაუხდელმა საიჯარო ქირამ 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 769,4 ათასი ლარი შეადგინა, რაც მისაღები საიჯარო თანხის 18%-ია. ხოლო 2017 წლის 5 იანვრის მდგომარეობით გადაუხდელი თანხა გაზრდილია და 1 120,9 ათას ლარს შეადგენს, რაც მისაღები საიჯარო თანხის 23 %-ია.