Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა!"

59f6c8f907e1c
BM.GE
30.10.17 10:35
975
"ბორჯომის ხეობაში ხის ჭრაარ გაჩერებულა", - ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე წერს.

"გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო,
ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო...

ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა!!!

პირდაპირ მინდა განვაცხადო:

თუ ასე გაგრძელდა და თუ ამის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, რამეთუ სწორედ ბორჯომის ტყეა ის ძირითადი რესურსი და სიმდიდრე, რომელიც ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს ქმნის!", - წერს მამუკა ხაზარაძე.