Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ალდაგის" შეთავაზება აგროდაზღვევის ბაზარს

BM.GE
27.04.21 12:07
407
"ალდაგში" აგროდაზღვევის სეზონი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ფერმერებთან თანამშრომლობისათვის სიახლეებს ამზადებს. სადაზღვეო კომპანია თავის მხრივ ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ ფერმერებს სხვადასხვა კულტურების შემთხვევაში დაზღვევის თანხის 50 -70%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს, მათ მოუწევთ დაზღვევის რეალური ღირებულების ნახევრის ან 30%-ის გადახდა. კომპანიის მხრიდან კი იმ შემთხვევაში თუ მოსავალი ბუნებრივი მოვლენისგან დაზიანდება დაზღვევის მფლობელი შეძლებს დანაკარგები მალევე აღადგინონ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ.

სტუმრები: თამარ ჭკადუა - სადაზღვევო კომპანია ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი;
ივანე ბუჯიაშვილი - სადაზღვევო კომპანია ალდაგის აგროდაზღვევის მიმართულების კოორდინატორი