03.Feb .2021 23:07

"არ გვეშინია" -რესტორნების პასუხი მთავრობას

100
Back

"არ გვეშინია" -ასე უპასუხა დღეს შავი ლომის დამფუძნებელმა მთავრობის წევრების იმ განცხადებას, რომელიც რესტორენების თვითნებურად გახსნის შემთხვევში საჯარიმო სანქციებს გულისხმობს. როგორც მერიკო გუბელაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ეს პროტესტი არის უბრალოდ სასოწარკვეთილების ამოძახილი, რადგან უკვე თავის გადარჩენაზეა საუბარი. რაც შეეხება სიას თუ რომელი რესტორნები გაიხსნებიან შაბათს, გუბელაძე ამბობს, რომ რესტორატორების სიას წინასწარ არ გაასაჯაროვენ.