Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Exxon Mobil 2,5 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

59f9d23d38008
BM.GE
01.11.17 18:00
871
აშშ-ის ხელისუფლებამ ნავთობისა და გაზის უმსხვილესი კომპანია Exxon Mobil 8 სხვადასხვა საწარმოდან მავნე გამონაბოლქვის გამო, 2,5 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა და დასუფთავების ფილტრებისა და კონტროლის საშუალების შეძენა დაავალა, რაზეც კორპორაციას 300 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვა მოუწევს.

მარეგულირებლებმა Exxon Mobil ’’სუფთა ჰაერის“ აქტის დარღვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ტეხასის 5 ინდუსტრიულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ლუიზიანას 3 ქარხანაში 26 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებას იწვევს.