Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ბილაინმა" და "ნოკიამ" 10 მლნ ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს

BM.GE
15.06.21 18:28
499
ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაცია ნოკიასთან, 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ძირითადი ქსელის მოდერნიზაცია ნიშნავს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მომსახურებას, ქსელის წარმადობასა და დაცულობას, ისევე როგორც მზაობას 5G ტექნოლოგიის განვითარებისთვის. ხელშეკრულების ფარგლებში, ბილაინი ასევე დანერგავს ნოკიას ტექნოლოგიას, რის შედეგადაც ნოკია გახდება კომპანიის ქსელის მხარდამჭერი.