05.Oct .2022 19:55

"დაუსრულებელი მშენებლობების კუთხით რისკები შემცირდა" - არსი

Back

,,მშენებლობის დაზღვევის მექანიზმი უნდა შემოვიღოთ”- ეს ინიციატივა პარლამენტის წევრმა, ბეჟან წაქაძემ, მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანოში გააჟღერა. საქმე ეხება 2 წლის წინ მთავრობის მხრიდან დაანონსებული ე.წ ესქროუ ანგარიშის შემოღებას, რომლის მიზანიც სამშენებლო კომპანიებისთვის გარკვეული საგარანტიო თანხების წინასაწარ შექმნილ ანგარიშზე განთავსებას გულისხმობდა. ინიციტივის მიზანი მაშინაც და დღესაც ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებაა. რამდენად დგას დღეს მშენებლობის დაზღვევის მექანიზმის შემოღების საჭიროება და აქვს თუ არა სექტორს დამატებითი რეგულაციის დაკმაყოფილების რესურსი?