Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მიწის შესახებ კანონზე საპატრიარქოს პოზიცია უმნიშვენლოვანესი ფაქტორია"

5a86cbd3b55cf
თელარა გელანტია
16.02.18 16:14
780
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, საპატრიარქოს აზრი აგრარული კომიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია.

როგორც BM.ge-ის დანელიამ განუცხადა, დოკუმენტზე მუშაობისას აგრარულ საკითხთა კომიტეტს გარკვეული კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც ჰქონდა.

"მათი <საპატრიარქოს> ჩართულობა იყო ეპიზოდური, მაგრამ ჩვენ მათთან ცალკე ვგეგმავთ კონსულტაციებს, როცა უკვე საბოლოო სახით გვექნება კანონპროექტი; სხვა შემთხვევაში, ამ თემაზე საუბარი არასერიოზული იქნებოდა", - განაცხადა დანელიამ და დასძინა, რომ „საპატრიარქოს პოზიცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ“.

"საპატრიარქოსთან მიმართებაში ჩვენ ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს და გვექნება, რადგან ეს კანონპროექტიც არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე მიწის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, ვფიქრობ ეს არის ის ძირითადი დაკვეთა თუ საზოგადოების პოზიცია, რომელსაც ჩემი თამადობით, უმრავლესობა იზიარებს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შეგახსნებთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტის ავტორი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტია. ოთარ დანელიას ინფორმაციით, დოკუმენტის 90% უკვე დაწერილია. კანონ-პროექტი პარლამენტში განსახილველად, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს შევა.