Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ეს იყო კერძო სექტორისთვის იმედგაცრუება" - მაია მურაჩაშვილი ანალიტიკაში

BM.GE
22.01.21 14:26
660
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ინიციატივით, როგორც თავიანთ მიერ გავრცელებულ განცხადებაში უწერიათ - ტურიზმის სფეროში მეტად სავალალო სიტუაციიდან გამომდინარე, სამუშაო შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრის მიზანია, მთავრობას წარუდგინონ ტურიზმის აღდგენისა და განვითარების 2021 წლის სამოქმედო გეგმა.

ინდუსტრიას 5 პრიორიტეტი აქვს იდენტიფიცირებული. როგორ დარეგულირდეს საზღვრების გახსნა; სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა საერთაშორისო მოგზაურებისთვის; ზამთრის კურორტების გახსნა 1 თებერვლიდან; რესტორნების ოპერირების ნებართვა; ტურიზმის სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა.

ამასობაში, უკვე განახლებულია კოვიდ-სტატისტიკა stopcov.ge-ზე და შეგვიძლია ამ მონაცემებსაც შევხედოთ. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 903-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების 636-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 14 ათას 827-ია.

სტუმარი: მაია მურაჩაშვილი - გუდაური ლოფტი , გეოგრაფი და ანაკლია რეზორტი მმართველი , ტურისტული კომპანიის იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელი