Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ურეკში სანაპირო ზოლის განახლება იგეგმება

5a6b2dd48f0a4
მეგი კავთუაშვილი
26.01.18 18:00
1162
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ურეკში ბულვარის და სანაპიროს განახლებას გეგმავს. ურბანულ დაგეგმარებასა და ლანდშაფტურ დიზაინზე ტენდერი გამოცხადდა, რომლის საერთო ღირებულება 212 ათასი ლარია.

პროექტის ფარგლებში ბულვარის პარალელურად სანაპიროს პირველი და მეორე ზოლის ქუჩების რეკონსტრუქციაც მოხდება. მოეწყობა ასევე ტროტუარები, გადასასვლელები, სანაპიროზე ჩასასვლელი საფეხმავლო გზები და ორზოლიანი ველო-ბილიკი. შტორმის დროს გზის ქვიშით გადაფარვა რომ არ მოხდეს, საფეხმავლო ბილიკი და ველობილიკი სანაპიროს ქვიშიანი ნაწილისგან დაბალი ჯებირით გამოიყოფა. მოეწყობა საზოგადოებრივი სან-კვანძები და საშხაპეებიც. ტენდერის ფარგლებში დამონტაჟდება სასმელი წყლის შადრევნები, სადრენაჟე სისტემა და განათება. იგეგმება მოსასვენებელი ფანჩატურების სკამების და სანაგვე ურნების განთავსებაც. მოეწყობა ფრენბურთისა და ბავშვთა სათამაშო მოედნებიც.

"განხორციელებული სამუშაოები ხელს შეუწყობს ურეკის მაცხოვრებელთა და სტუმართა დასასვენებელი და ტურისტული მომსახურების პირობების სრულყოფას, დამატებითი სივრცის შექმნას როგორც აქტიური დასვენებისათვის (ფრენბურთის მოედანი, ბავშვთა სათამაშო სივრცე, ველობილიკი და ა.შ.), ასევე პასიური დასვენებისათვის (საფეხმავლო ზონა, გამწვანება და ა.შ.)", - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.