Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"კავკასფექმა" USAID-ის წარმადობის ზრდისთვის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

BM.GE
21.04.22 13:28
279
კომპანია "კავკასფექმა" USAID-ის წარმადობის ზრდისთვის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ამერიკულმა მხარემ კომპანიას შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა, რის შედეგადაც პროექტით გათვალისწინებული წარმადობის ზრდა და ენერგოეფექტურობა წარმატებით განხორციელდა. 

დღეს კი რუსთავში "კავკასფექის" საწარმოს აამერიკის ელჩი კელი დეგნანი სტუმრობდა, რომელმაც დაათვალოერა საეარმო, გაეცნო უახლესი ტექნიკის მუშაობის პროცესს და დაათვალიერა უკვე წარმოებული პროდუქტი, რომლითაც მარაგდება მსოფლიოს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, კანადა, პანამა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი. უფრო მეტიც აღნიშნული კომპანია ერთადერთი ექსპორტიორია საქართველოდან, რომელიც შესაფუთი მასალებით ამარაგებს აშშ-ში WALLMART-ის ქსელს. 

შესაფუთი მასალების საწარმო "კავკასფექი" ქართული კაპიტალით შექმნილი 14 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც გადამუშავებული პეტ ბოთლებისგან საკვებო და არასაკვები პროდუქციის შეფუთვებს აწარმოებს.