Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"კავკასუს ონლაინის" საქმე

BM.GE
07.10.20 12:51
561
კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირას კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეცმმართველი დანიშნა. მარიამ სულაბერიძე, რომელიც პარალელურად სახელმწიფო ააიპ-ის open net-ის ხელმძღვანელად რჩება, კავკასუს ონლაინში ორშაბათს მივიდა და იქ იმ ვადით დარჩება რა ვადასაც მას კომუნიკაციების კომისია განისაზღვრავს, შესაძლოა იქამდე ვიდრე gncc სასურველ შედეგს ირიბი გავლენებით მიაღწევს, ამ მხრივ შეზღუდვა დროში კანონით არ არის. ხმაურიანი განხილვების ფონზე მიღებული კანონით დროებით მმართველს ბევრის უფლება აქვს, მათ შორის დივიდენდის განაწილების შეჩერების რაც ერთ ერთი ბერკეტია კომპანიის მფლობელებზე ზეგავლენისა, თუმცა კანონი ვერც დროებით მმართველს უზრუნველყოფს ისეთი პირდაპირი უფლებით რომელიც მარეგულირებლის რეკომენდაციას დააკმაყოფილებდა. მიიღო თუ არა რაიმე გადაწყვეტილება დროებითმა მმართველმა და რა ევალება მას?