Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ლაგუნა ვერესთან" მრავალფუნქციური პროექტის განახლებულ ვერსიას მერია განიხილავს

BM.GE
06.06.23 11:57
62
მერიის ურბანული განვითარების სააგენტომ ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, "ლაგუნა ვერესთან" დაგეგმილი მრავალფუნქციური პროექტის განახლებული ვერსიის განხილვა დაიწყო, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, პირველადი პროექტისგან ბევრით არაფრით განსხვავდება თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სართულები 13-ით 65-დან 52-მდე შემცირდა, პროექტის მოცულობა კი ისევ 155 599მ2-ია. 

ამჯერად წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, "ქართუს" კომპანია შპს "კოსტავა 69" მშენებლობის ნებართვას 52 და 40 სართულიანი ორი ცათამბჯენისთვის ითხოვს, რომელშიც კვლავ 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული. საუბარია ტერიტორიაზე რომელზეც დღეს რამდენიმე კომერციული ფართი, მის მიმდებარედ კი - ავტოსამრეცხაოები, ავტო და ბენზინგასამართი სადგურებია თავმოყრილი. 

სტუმარი: თამარ ამაშუკელი - ხელოვნებათმცოდნე.