Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ლიბერთი ბანკი" გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

BM.GE
06.07.22 10:45
219
ლიბერთი, გაეროს “გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” წევრი გახდა და გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და საკუთარ საქმიანობაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს. 

გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც 161 ქვეყნიდან 20 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. 

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 140-მდე წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.