Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ლიბერთის" და "ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
24.06.22 09:39
196
ლიბერთი ბანკსა და „ევექსის ჰოსპიტლებში“ შემავალ ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა , რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად - კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები - კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს. ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%- იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე.