Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მშენებლობა განვადებით" და "სოცდაუცველების ამუშავება" - ირაკლი ღარიბაშვილის ორი ინიციატივა

BM.GE
14.02.22 19:11
458
საქართველოს მთავრობა მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამას იწყებს. როგორც მთავრობის მეთაურმა დღეს განმარტა, ამ გზით სახელმწიფო ცდილობს 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქის ეკონომიკაში ჩართვას, რა მიზნითაც სამინისტროები წელს მინიმუმ 50 000 სამუშაო ადგილის მობილიზებას უზრუნველყოფენ. გარდა იმისა, რომ პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს 4 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდებათ, ხელფასთან ერთად ისინი დამატებით სახელმწიფოსგან 300 ლარს მიიღებენ. დღეს ამ თემაზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საკმაოდ ვრცელი განმარტებები გაკეთდა.