Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პატარიძეების რაჭული" - ბიოლოგიურად სუფთა ღვინო რაჭიდან

BM.GE
24.03.21 12:08
474
შორენა პატარიძე ბიოლოგიურად სუფთა მშრალ ღვინოს „პატარიძეების რაჭული“-ს ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პირველად ეს ღვინო მომხმარებელს 2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარედგინა და არც მთლად მოულოდნელად, ალექსანდრეულისგან და მუჯურეთულისგან მომზადებულმა მშრალმა წითელმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. მოტივაციაც გაიზარდა ადგილობრივ ბაზართან ერთად შორენას ღვინო ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. დღეს უკვე „პატარიძეების რაჭულს“ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შეხვდებით.

სტუმრები: ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, თავმჯდომარე;
შორენა პატარიძე - მეღვინე