Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვინ სესხულობს ფულს ბანკებიდან - სტატისტიკა

59a00a24d942d
BM.GE
25.08.17 16:08
770
2017 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, კომერციულ ბანკებს საქართველოს მოქალაქეებზე 18 მილიარდ 247 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული.

სესხების დიდი ნაწილი - 9,8 მილიარდი ლარი - შინამეურნეობებზეა გაცემული. აქედან 5,5 მილიარდი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია, 3,1 კი სამომხმარებლო სესხები.

8 მილიარდ 349 მილიონი სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის გამოყოფილი სესხებია. ყველაზე მეტი მოცულობის სესხი, სულ 2 მილიარდი ლარი, მრეწველობის სფეროშია გაცემული, შემდეგ მოდის ვაჭრობა 1,9 მილიარდით და მშენებლობა 818 მილიონი ლარით. უმსხვილეს დარგებს შორის ყველაზე დაბალი მოცულობის სესხი განათლების სფეროშია გაცემული და პირველი აგვისტოსთვის 111 მილიონ ლარს შეადგენს.