საინვესტიციო გარემო არის ის, რითიც საქართველოს მთავრობა თავს იწონებს - დაბალი საგადასახო წნეხი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან, კარგი შეფასებები საერთაშორისო რეიტინგებში - სწორედ ამას გვაახსენებენ ხოლმე საქართველოზე საუბრისას მაღალი თანამდებობის პირები. მაგრამ Doing Business-ის რეიტინგში კარგი პოზიცია რომ საკმარისი არ არის, ეს აშშ-ის ელჩმაც გვითხრა გასულ კვირაში. შეფასებებს თავი რომ დავანებოთ, სტატისტიკაც გვაჩვენებს, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საკმარისი ინვესტორებმმა საქართველოში ფულის ჩადება გადაწყვიტონ, შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაც კლებადია და ამას, პანდემიას ნუ დავაბრალებთ. ეს ტრენდი 2018 წელს დაიწყო.
როგორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, რომელიც წესით გზამკვლევი უნდა იყოს მინიმუმ ამერიკელი ბიზნესმენებისთვის.
საქართველო პატარა, მაგრამ ღია ბაზარია, რომელიც სარგებელს იღებს საერთორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და გადაზიდვებიდან – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში. აქვე საუბარია, რომ ქვეყანა მოწყვლადია გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ფოკუსირებულია დაბალ დეფიციტსა და ინფლაციაზე. მცურავ გაცვლით კურსზე გავლენა მოახდინა რეგიონულმა ფაქტორებმა და დოლარის გაძლიერებამ – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. მთლიანობაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო კარგია, თუმცა, მცირდება ნდობა სასამართლოს მიმართ - განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ზოგიერთი დავა სასამართლოში წლობით გრძელდება. ამასთან, ზოგიერთი კომპანია ჩივის, რომ მუნიციპალურ დონეზე გადაწვეტილებები არაეფექტურად მიიღება. არსებობს ხარვეზები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში, პრობლემაა ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობა, ისმის ბრალდებები კანონებისა და რეგულაციების შერჩევითი აღსრულების შესახებ. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში კარგ პოზიციას იკავებს ბიზნესის კეთების კუთხით. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიობზე არსებობს გარკვეული სახის დაძაბულობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია, ანაკლიის პორტზეც და მითითებუილა, რომ პროექტში ამერიკული კომპანიაც მონაწილეობდა. თუმცა, სახელმწიფომ კონტრაქტი ჯგუფთან 2020 წელს შეწყვიტა. დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ინვესტორები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ რეალურად მათმა ნაბიჯებმა შეუქმნა პროექტის განმახორციელებელ კომპანიას პრობლემები.
What regime of sanctions applies to Russian oil and what requirements Georgia has to comply?
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
ყველაზე სანქცირებული რუსი ოლიგარქები
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
OECD formally terminates the accession process of Russia
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market