Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"რითეილ ასოციაციის" წევრები შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაში გადამზადდებიან

BM.GE
27.01.22 11:41
268
რითეილ ასოციაციის ახალი პროექტის თანახმად, ასოციაციის წევრი კომპანიების თანამშრომელები შრომის უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვაში ვიდეო ანიმაციების მეშვეობით გადამზადდებიან. პროექტი კერძო მეწარმეობის საერთაშორის ცენტრის cipe-ის მხარდაჭერით განხორციელდა. 

ასოციაციის მიერ 11 ვიდეო ანიმაცია შეიქმნა, რომელიც შრომის უსაფრხოების კანონის ზოგად მოთხოვნებს შეესაბამება. ვიდეობი დაყოფილია კონკრეტული თემების შესაბამისად, მისი კონტენტის ავტორი კი შრომის უსაფრთხოების სპეცილისტი ფარნა დვალია. 

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ფარნა დვალი - შრომის უსაფრთხოების ესპერტი.