Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საპოლიციო გამოსახლება" ბრუნდება? - რას გულისხმობს აღსრულების ბიუროს ახალი ინიციატივა

BM.GE
12.05.23 23:58
101
აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, მხარეები ქირავნობის სტანდარტული ხელშეკრულების გარდა, გააფორმებენ კიდევ ერთ ხელშეკრულებას, რომელიც მესაკუთრეს საშუალებას მისცემს, დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს აღსრულების ბიუროს და მისგან დაჩქარებული წესით მიიღოს აღსრულების სერვისი. ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება.