10.Dec .2021 12:35

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" UNWTO-ს აფილირებული წევრი გახდა

175
Back

BAG გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობაზე მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიზნეს ასოციაციისთვის აფილირებული წევრის სტატუსის მინიჭებას. რას ნიშნავს #UNWTO-ს აფილირებული წევრობა ბიზნეს გაერთიანებისთვის და მისი წევრებისთვის და რა შესაძლებლობებს აჩენს პირდაპირი კომუნიკაციისთვის გახსნილი კარი? 

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციის" აღმასრულებელი დირექტორი;