Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სერპენსი" მუშაობას გაზრდილი სიმძლავრითა და ახალი სახელით აგრძელებს

BM.GE
27.01.23 09:22
202
რუსთავში 2019 წლიდან არსებობს ნავთობპროდუქციის გადამამუშავებელი ამერიკული სტანდარტებით აგებული საწარმო, რომელსაც აქამდე “რუსთავოილის” სახელით ვიცნობდით, თუმცა ახალი წელი, წარმოებისთვის სიახლეებით დაიწყო, ქარხანას ჩაუტარდა სრული რებრენდინგი, მას განახლების შემდეგ “სერპენსი” ეწოდება და ისევ უმაღლესი ხარისხის ბიტუმს აწარმოებს. დიახ არ მოგესმათ, ბიტუმზეეა საუბარი და თან უმაღლესი ხარისხისა - საქართველოში, წლების განმავლობაში არ არსებობდა ნავთობპროდუქციის ნარჩენების გადამამუშავებელი წარმოება, რაც გარდაუვალს ხდიდა დაბალი ხარისხის ბიტუმის იმპორტირებასა და გამოყენებას, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე აისახებოდა. სწორედ ამიტომ, “სერპენსის” არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტად შეიძლება მივიჩნიოთ.