Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"შატო Art wine" - ახალი მიმართულება კახეთში

BM.GE
01.07.21 09:27
467
"შატო ართ ვაინი" ეს ახალი მიმართულება და სასტუმროა საქართველოში, კერძოდ კახეთში, თელავთან ახლოს, სოფელ ართანაში, რომელიც სულ ახლახანს, 25 ივნისს გაიხსნა და უკვე უმასპინძლა პირველ სტუმრებსაც. სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია და მოიცავს 32 ნომერს. ასევე ერთ სივრცეშია გაერთიანებული მარანი, სადაც მრავალფეროვანი მასტერკლასები თუ ღვინის დეგუსტაციები ეწყობა. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ასევე ვერანდით, საუნით, გარე აუზით, ბარით და რესტორნით, რომლის მენიუ მოიცავს ქართულ ტრადიციულ, რჩეულ კერძებს, ბარში მრავალფეროვანი სასმელების მენიუთი და გრილით გიმასპინძლებთ, ღია ვერანდა კი მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. როგორ გამოიყურება ახლად გახსნილი სასტუმრო კახეთში, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ტურიზმის სტიმულირებისა და საქარტველოს პოპულარიზაციის გზაზე.