09.May .2022 18:34

"სითი ინსტიტუტი" ბათუმში სამშენებლო შეზღუდვების ამოქმედებას ითხოვს

Back

ბათუმში მშენებლობებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს - შესაბამისი რეკომენდაცია ქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა. სითი ინსტიტუტი დროებითი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციით მუნიციპალიტეტს ხვალ მიმართავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებელო შეზღუდვები დაახლოებით 1 წლის განმავლობაში კონკრეტულ არეალებზე უნდა დაწესდეს. გარდა სამშენებლო შეზღუდვებისა, შესაძლოა შეიცვალოს ბათუმის ადმინისტრაციუილ საზღვრებიც - რა რეკომენდაციები და არგუმენტები აქვს ბათუმის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს?