Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ეროვნული ბანკი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში, ეკონომიკის პროგნოზირებულზე მაღალ ზრდას ელოდება

59144eef9db2b
თელარა გელანტია
11.05.17 15:45
631
ეროვნული ბანკი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში, ეკონომიკის პროგნოზირებულზე მაღალ ზრდას ელოდება
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მშპ–ის პროგნოზის რისკებში მთავარი ადგილი კვლავ საგარეო სექტორს უკავია.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია“ ნათქვამი, რომელსაც სებ კვარტალში ერთხელ აქვეყნებს.

ცენტრალური ბანკის შეფასებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, თუკი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გაღრმავდება ან აღნიშნული შოკი მოსალოდნელზე მეტად გადმოეცემა საქართველოს, მაშინ ეკონომიკური ზრდა პროგნოზთან შედარებით შემცირდება.

"ასევე რისკის შემცველია აშშ დოლარის და ევროს გაცვლითი კურსები საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, რაც სავაჭრო არხებითა და მასთან დაკავშირებული მოლოდინებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და ლარის გაცვლით კურსზე. მეორე მხრივ, თუკი გამოყენებული იქნება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ან დაჩქარდება საინვესტიციო პროექტები და ბიზნეს განწყობა მოსალოდნელზე მეტად გაუმჯობესდება, მაშინ მშპ–ის ზრდა პროგნოზირებულთან შედარებით მაღალი იქნება", - წერია ანგარიშში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკი, ჯერჯერობით, პროგნოზს არ ცვლის და 2017 წელს მშპ-ის 4%-იან ზრდას ელოდება.