Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Forbes: ილონ მასკის ქონებამ $20 მილიარდს პირველად გადააჭარბა

599feb6f1ea04
BM.GE
25.08.17 13:16
874
ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის ქონებამ 20 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, - აღნიშნული შესახებ წერს Forbes.

რეიტინგულმა გამოცემამ 2017 წლის IT სფეროს წარმატებული მეწარმეების სია შეადგინა. მართალია, ილონ მასკი აღნიშნულ რეიტინგში მეთორმეტე პოზიციაზე მოხვდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისმა ქონებამ 20 მილიარდ აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. ინვესტორმა 20.7 მილიარდი აშშ დოლარიანი კაპიტალით სიის ისეთ მეწარმეებს გაუსწრო, როგორებიც პოლ ალენი ($20.5 მილიარდი) და ერიკ შმიდტი ($12.4 მილიარდი) არიან. სულ რამდენიმე თვის წინ, მარტში Forbes-მა ილონ მასკის ქონება 13.9 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მასკის კაპიტალის მნიშვნელოვანი ზრდა SpaceX- ის ღირებულების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. იგი ადამიანებს მარსზე მოგზაურობას პირდება და მხოლოდ გასულ თვეში დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. მისი ქონების ზრდაში წვლილი, ასევე Tesla-საც მიუძღვის. მიუხედავად დანაკარგებისა, მიმდინარე წლის იანვრიდან-ივლისის პერიოდში კომპანიის ფასიანი ქაღალდები 55% -ით გაიზარდა.