Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართული ბანკების მედია აქტივობა

5a2f812842c58
აიფიემ კვლევების მედია მონიტორინგის დეპარტამენტი
12.12.17 11:07
913
2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ქართული კომერციული ბანკების მედია აქტივობა ორი მიმართულებით წარიმართა. მსმენელი და მკითხველი გაეცნო ინფორმაციას ბანკების უშუალო საქმიანობასთან, ანუ ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით, როგორიცაა პროდუქტები, ფილიალების განახლება, საბანკო მაჩვენებლები და ოპერაციები და ა.შ.

მეორეს მხრივ, საბანკო სექტორი, აქტიურად არის ჩაბმული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, რომელიც არ არის კავშირში მის უშუალო საქმიანობასთან და ატარებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის, საქველმოქმედო ხასიათს, ან თუნდაც პოლიტიკურ ჭრილშია გადაწყვეტილი.

IPM კვლევის  მიხედვით, სტატისტიკურად, გასული 10 თვის განმავლობაში, ბანკების საბანკო მედია აქტივობა გაშუქებული ინფორმაციის 69%-ით შეფასდა, ე.წ. არასაბანკო აქტივობა კი-31%-ით.

ცალკეული ბანკების შემთხვევაში, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:


სტატისტიკის თანახმად, გასული 10 თვის განმავლობაში, პოზიტიური გამოვლინების მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე ხშირად, (50% შემთვევებში), პაშა ბანკი ლიდერობს. მეორე 50 % კი სამ ბანკზე გადანაწილდა, ესენია: ფინკა ბანკი საქართველო, ტერაბანკი და ვითიბი ბანკი.

ნეგატიური გამოვლინების, ყოველთიური, მაჩვენებლის მიხედვით კი, 55% შემთვევებში, ქართუ ბანკია სიის სათავეში, დარჩენილი 45% კი ასევე სამ ბანკს აერთიანებს, ესენია: საქართველოს ბანკი, ტერაბანკი და ბანკი კონსტანტა.