Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თუ შეიყვარე ზეთისხილი ე.ი უკვე გაიზარდე" - ახალი ბიზნესის ისტორია

BM.GE
18.11.21 13:19
389
საქმიანების გმირი პირველად როცა საქმიანი დილას ეთერში ზეთისხილის ბაღების გაშენებაზე და წარმოებაზე სასაუბროდ გვესტუმრა მისი ხედვები და გეგმები ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერდა. ენთუზიაზმი რაც მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მონაყოლეს მოჰყვებოდა გულგრილს მაინც არავის ტოვებდა და ინტერესი დღემდე მზარდია. ახლა გეგმებთან ერთად შედეგებზეც ღიად საუბრობს. იმდენი მოახერხა პანდემიურ 2020-ში, ისტორიულად ზეთისხილის წარმოებასთან არანაირად რომ არ იყო კავშირში ის ქვეყანა, ანუ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა და ამ საბჭოს პრეზიდენტობაც ჩაიბარა.


თუმცა გიორგი სვანაძის ბიზნესჯგუფს, მხოლდო ზეთისხილი ნამდვილად არ უკავშირდება. ჯგუფს რომელსაც ის ხელმძღვანელობს ქვეყანაში განხორციელებული აქვს ინვესტიცია უძრავი ქონების, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში. ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ რამდენიმე ათეული მილიონი და რამდენიმე ასეული დასაქმებული დიდი ხნის წინ მიითვალა.

გიორგი სვანიძე - ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი;

ავტორები: მანანა მანჯგალაძე, ედგარ ყაზახაშვილი, ლადო ცხადაია