Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვადები პრობლემა იყო თავის მართლებას არ დავიწყებ"-კალაძე

BM.GE
08.06.21 15:08
323
"დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვის სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მან დღეს საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო, როცა დედაქალაქის მერი გახდა. კალაძე ირწმუნება, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა. რა პროექტების განხორციელება დააანონსა თბილისის მერმა?