Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"წელს, თურქეთი ბიუჯეტურ მიმართულებად ვეღარ განიხილება“ - „ვოიაჟერ 365“

BM.GE
14.06.22 12:12
246
ევროპის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ ამერიკული Forbes სტატიას აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ივნისის მდგომარეობით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხსნა, თუმცა ზოგიერთ მათგანი კვლავ ითხოვს Covid-19-ის ნეგატიურ ტესტს, ვაქცინაციის დოკუმენტს ან/და გამოჯანმრთელების ცნობას. 

Forbes-ის თანახმად, ივნისის დასაწყისისთვის ევროპის 30 ქვეყანას Covid-19-თან დაკავშირებული ყველა სახის შეზღუდვა მოხსნილი აქვს. ესენია: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი. ეს ნიშნავს, რომ მოგზაურებს არავინ მოსთხოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რაიმე სახის დოკუმენტს.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, ასეთია მაგალითად, ესტონეთი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებს ვაქცინაციის დოკუმენტს, გამოჯანმრთელების დამადასტურებელ ცნობას ან ტესტის ნეგატიურ პასუხს სთხოვს. სხვა შემთხვევაში ვიზიტორს 7 დღე იზოლაციაში მოუწევს ყოფნა. ასევე სიაშია ფინეთიც, საფრანგეთიც, ნიდერლამდებიც და პორტუგალიაც. რაც შეეხება ესპანეთს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, ქვეყნა ვიზიტორებს ვაქცინაციის დოკუმენტს, გამოჯანმრთელების ცნობას ან ტესტის ნეგატიურ პასუხს სთხოვს. ევროპის რომელ ქვეყნებში მოქმედებს მოგზაურობაზე შეზღუდვები, თუ გეგმავენ ქართველები შვებულებას საზღვარგარეთ და რამდენად აფეხებთ მათ ავიაბილეთებზე გაზრდილი ფასები?

სტუმარი: გოგა ქუცნიაშვილი - „ვოიაჟერ 365“-ის გენერალური მენეჯერი;