Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პენსია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

5a2ff0bedb236
BM.GE
12.12.17 19:04
1836
მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სოციალური საპენსიო სისტემა მოქმედებს, თუმცა მოსახლეობის სხვადასხვა ფენისთვის მისი მოცულობა განსხვავდება.

საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის კი 60 წელია. სხვადასხვა პირებზე კი სხვადასხვა სახის სოციალური პაკეტები ვრცელდება. ამასთან, პენსიის მოცულობა განსხვავდება მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული პირებისთვისაც და დევნილებისთვისაც, სახელმწიფოსგან განსხვავებული მოცულობის პენსიას იღებენ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პენსიის მოცულობა განსხვავდება პირის სამუშაო ადგილის მიხედვითაც, - ასე მაგალითად ყოფილი დეპუტატების პენსია რამოდენიმეჯერ აღებატება საქართველოში ფიქსირებულ 180 ლარს.

pension-watch-ის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სოციალური პენსიის საშუალო მოცულობა შემდეგია:

• უნგრეთი - 206 ლარი (79 US$)
• ირლანდია - 2462 ლარი – (940 US$)
• ბელგია - 2517 ლარი (1113 US$)
• ესპანეთი - 893 ლარი (395 US$)
• გაერთიანებული სამეფო - 2622 ლარი (1001 US$)
• საბერძნეთი - 1176 ლარი (449 US$)
• ნორვეგია - 2153 ლარი (822 US$)
• თურქეთი - 112 ლარი (43 US$)
• ამერიკა - 1920 ლარი (733 US$)
• დანია - 948 ლარი (862 US$)
• იტალია - 1653 ლარი (631 US$)
• უკრაინა - 154 ლარი (59 US$)
• სომხეთი -62 ლარი (24 US$)
• აზერბაიჯანი - 149 ლარი (57 US$)
• ყაზახეთი - 104 ლარი (40 US$)
• საქართველო - 180 ლარი

აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანაში სოციალური პენსიის მინიჭების განსხვავებული სქემა მოქმედებს, მას ერთვის სოციალური დახმარებები და ასევე პენსიის დაგროვების განსხვავებული მოდელები პირის დასამქების სტაჟის, სამუშაო წლების რაოდენობისა და მისი ანაზღაურებიდან გამომდინარე.

ასე მაგალითად, თუკი 12 დეკემბრის კურსით ვიმსჯელებთ (1$=2,62 ლარი), თურქეთში საშუალო სოციალური პენსია 112 ლარი გამოდის, თუმცა თურქეთი იმ ქვეყნების სიაშია, სადაც პენსიონერს საშუალო ხელფასიდან ყველაზე მაღალი პროცენტი ერიცხება საპენსიო ფონდში. შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებში, საპენსიო ასაკის მოსახლეობის მიერ აღებული პენსია ერთმანეთისგან განსხვავდება და აღემატება სოციალურ პენსიასაც.

შეგახსენებთ, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადადის საქართველოც. დაგროვება სავალდებულო იქნება 40 წლამდე ასაკის პირებისთვის, 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითი. ამ სქემის მიხედვით, დასაქმებული საპენსიო ფონდში ყოველთვიურად შეიტანს თავისი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელისა და სახელმწიფოს მხრიდან კი დამატებით ხელფასის 2%-2%-ს მიიღებს.