18.Jan .2021 23:18

“ქვეყანას ამდენი კლინიკა არ სჭირდება”

110
Back

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კლინიკების სიჭარბეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას ამდენი კლინიკა არ სჭირდება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს უნდა შეიცვალოს და აქცენტი ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გაკეთდეს. მინისტრის მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმებიან ჯანდაცვის სპეციალისტები, თუმცა, მათი თქმით, კლინიკების მომრავლებას ხელი თავად სახელმწიფომ შეუწყო, რომელმაც 2013 წლიდან ქვეყანას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შესთავაზა.